10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ბრიტანელი მწერლის სტუარდ ფოსტერის წიგნის: „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს“ პრეზენტაცია.
წიგნი დაბეჭდილია გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ „ლიბერქიდსის“ სერიაში.
ავტორი ეხმაურება მოზარდებში ბულინგის თემას, მწვავე ობსესურ-კომპლექსურ აშლილობას, შიშებს. წიგნი განკუთვნილია 12-15 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
პრეზენტაციაზე ვიწვევთ VI-VIII კლასის მოსწავლეებს, რომელთაც წიგნში არსებულ თემებზე, იმ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაესაუბრება ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილი, მთარგმნელი ანა ჭიჭინაძე და პალიტრა L-ის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი მარიამ აღდგომელაშვილი.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება სახალისო ვიქტორინა. ასევე, მოეწყობა პალიტრა L-ის მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა და იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები.