Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-10-10
Beginning 14:00 HR
Address მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი. 

10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ბრიტანელი მწერლის სტუარდ ფოსტერის წიგნის: „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს“ პრეზენტაცია.  
 

წიგნი დაბეჭდილია გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ  „ლიბერქიდსის“ სერიაში.  
 

ავტორი ეხმაურება მოზარდებში ბულინგის თემას, მწვავე ობსესურ-კომპლექსურ  აშლილობას, შიშებს. წიგნი განკუთვნილია 12-15 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
 

პრეზენტაციაზე ვიწვევთ VI-VIII კლასის მოსწავლეებს, რომელთაც წიგნში არსებულ თემებზე, იმ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაესაუბრება ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილი, მთარგმნელი ანა ჭიჭინაძე და პალიტრა L-ის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი მარიამ აღდგომელაშვილი.
 

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება სახალისო ვიქტორინა. ასევე, მოეწყობა  პალიტრა L-ის მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა და იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები.
 

 


 

Related events