საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-01-20
თარიღი 16:00 სთ
მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა №11, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა

20 იანვარს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი გაიხსნება.


დარბაზს ანთიმოზ ივერიელის სახელი უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა.


ანთიმოზ ივერიელი თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული საერო და სასულიერო მოღვაწე იყო. წარუშლელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის ისტორიაში. ანთიმოზ ივერიელის მხარდაჭერითა და ვახტანგ VI-ის თაოსნობით, დაარსდა პირველი ქართული სტამბა საქართველოში, რომელსაც ანთიმოზ ივერიელის მოწაფე, მიხაი იშტვანოვიჩი ხელმძღვანელობდა.


დარბაზის გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნება ვახტანგის სტამბის წიგნების გამოფენა. უნიკალური გამოცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.

მსგავსი ღონისძიებები