20 იანვარს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი გაიხსნება.
დარბაზს ანთიმოზ ივერიელის სახელი უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა.
ანთიმოზ ივერიელი თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული საერო და სასულიერო მოღვაწე იყო. წარუშლელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის ისტორიაში. ანთიმოზ ივერიელის მხარდაჭერითა და ვახტანგ VI-ის თაოსნობით, დაარსდა პირველი ქართული სტამბა საქართველოში, რომელსაც ანთიმოზ ივერიელის მოწაფე, მიხაი იშტვანოვიჩი ხელმძღვანელობდა.
დარბაზის გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი იქნება ვახტანგის სტამბის წიგნების გამოფენა. უნიკალური გამოცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.