16 დეკემბერს, 12:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში დაგეგმილია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების პრეზენტაცია.
2020 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარეობს 2 მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტი (შიდა საფაკულტეტო) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. სულ მონაწილეობას იღებს 15 პირი, აქედან 10 არის აკადემიური პერსონალი და 5 სტუდენტი (სწავლების ერთი საფეხური).
1 პროექტი:
„თსუ-ის კონკურერტუნარიანობის შეფასება აბიტურიენტების დამოკიდებულების კვლევის საფუძველზე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაგალითზე)“; პროექტი წარმოადგინა მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის აკადემიურმა პერსონალმა პროფესორ დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით; პროექტში ჩართულია შემდეგი აკადემიური პერსონალი: ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი, ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი, ასოცირებული პროფესორი მანანა ხარხელი, ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე, ასისტენტ პროფესორი ეკატერინე გულუა. სტუდენტები: ნინო ვარდიაშვილი (დოქტორანტი); ბექა თოფურა (დოქტორანტი); დავით გავარდაშვილი (დოქტორანტი).
2 პროექტი:
„მცირე ბიზნესის ფაქტორული მწარმოებლურობა და საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოში“- პროექტი წარმოადგინა საერთაშორისო ბიზნესის კათედრამ ასოცირებული პროფესორის დავით სიხარულიძის ხელმძღვანელობით. პროექტში მონაწილეობას იღებს შემდეგი აკადემიური პერსონალი: ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი, ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი, ასისტენტ პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი. სტუდენტები: რუსუდან მაისურაძე (დოქტორანტი); ხატია უდესიანი (დოქტორანტი).