Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-12-16
Beginning 12:00 HR
Address online

16 დეკემბერს, 12:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში დაგეგმილია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების  პრეზენტაცია.

2020 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარეობს 2  მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტი (შიდა საფაკულტეტო) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. სულ მონაწილეობას იღებს 15 პირი, აქედან  10 არის აკადემიური პერსონალი და 5 სტუდენტი (სწავლების ერთი საფეხური).

1 პროექტი:
„თსუ-ის კონკურერტუნარიანობის შეფასება აბიტურიენტების დამოკიდებულების კვლევის საფუძველზე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაგალითზე)“; პროექტი წარმოადგინა მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის აკადემიურმა პერსონალმა პროფესორ  დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით; პროექტში ჩართულია შემდეგი აკადემიური პერსონალი: ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი,  ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი, ასოცირებული პროფესორი მანანა ხარხელი, ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე, ასისტენტ პროფესორი ეკატერინე გულუა. სტუდენტები: ნინო ვარდიაშვილი  (დოქტორანტი); ბექა თოფურა (დოქტორანტი); დავით გავარდაშვილი (დოქტორანტი).

2 პროექტი:
„მცირე ბიზნესის ფაქტორული მწარმოებლურობა და საექსპორტო შესაძლებლობები საქართველოში“- პროექტი წარმოადგინა საერთაშორისო ბიზნესის კათედრამ ასოცირებული პროფესორის დავით სიხარულიძის ხელმძღვანელობით.  პროექტში მონაწილეობას იღებს შემდეგი აკადემიური პერსონალი: ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი, ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი, ასისტენტ პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი. სტუდენტები: რუსუდან მაისურაძე (დოქტორანტი); ხატია უდესიანი (დოქტორანტი).

Related events