საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადებიდან 85 წლის აღსანიშნავად, ფონდმა „დიოგენემ“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა კონკურსი – „ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის“.
10 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი Zoom-ის პლატფორმაზე: https://zoom.us/j/94197086517
დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სამ საკონკურსო ნომინაციაში და ასევე დასახელდებიან კრებულში შესული საუკეთესო თარგმანების ავტორები.
კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდა: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს.