Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2020-12-10
Beginning 14:00 HR
Address Zoom-ის პლატფორმა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადებიდან 85 წლის აღსანიშნავად, ფონდმა „დიოგენემ“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა კონკურსი – „ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის“.

10 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი Zoom-ის პლატფორმაზე: https://zoom.us/j/94197086517

დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სამ  საკონკურსო ნომინაციაში და ასევე დასახელდებიან კრებულში შესული საუკეთესო თარგმანების ავტორები.

კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდა: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული  ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს.

Related events