საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-11-08
თარიღი სთ
მისამართი
8 ნოემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის, საჯარო სამსახურის ბიუროს და ქ.თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების ცენტრის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა -"უნივერსიტეტი და საჯარო სამსახური -თანამშრომლობა წარმატებისათვის". 

სამუშაო შეხვედრის მიზანია ისეთი საკითხების განხილვა როგორიცაა:რა სჭირდება დღეს საჯარო სამსახურს? რა უშლის ხელს ეფექტიან მუშაობაში? რას სთავაზობს თსუ საჯარო სამსახურს და რით შეუძლია დაეხმაროს მას? 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სამსახურების ხელმძღვანელებს, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსებს და სხვა სამსახურების უფროსებს. 
შეხვედრა ჩატარდება  14.00-დან 17.00-მდე (ყავის შესვენება 15.30-დან - 16.00-მდე).
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: თსუ, უწყვეტი განათლების ცენტრი, ტელ.: 225 04 84  დამატ. 1464 ან მობ.: 577244524. ელ.ფოსტა:    tsuLLL@tsu.ge

მისამართი:  თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი,ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ-ის I კორპ.-ის ბაღში, 2-სართულიანი შენობის მე-2 სართული


მსგავსი ღონისძიებები