საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2019-05-29
თარიღი სთ
მისამართი
29 მაისს, 17.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში,  მართავს ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ალბომის - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ პრეზენტაციას. ალბომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის  (IFES) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა და გამოიცა. ალბომში წარმოდგენილია 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მასალები - საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების მომზადების პროცესი და ხარჯთ-აღრიცხვა, საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაცია, ასევე  არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები და არჩეულ პირთა ფოტოები და ბიოგრაფიული ცნობები.მასში ასევე წარმოდგენილია 1921 წელის იანვარ-თებერვალში დაწყებული თვითმმართველობების ახალი არჩევნების სამზადისის შესახებ ინფორმაცია. 

ქართულ-ინგლისურენოვანი ალბომის ავტორ-შემდგენლები: ირაკლი ირემაძე და სალომე ჭანტურიძე; მთარგმნელი: ქრისტინა თოლორდავა, რედაქტორები: ზურაბ გაიპარაშვილი (ქართული ტექსტი), დავით ღონღაძე და ლელა ჯავახიშვილი (ინგლისური ტექსტი); დიზაინერი: ლევან ნოზაძე. დასწრება თავისუფალია, წიგნი საჩუქრად დარიგდება პრეზენტაციაზე. 

მისამართი: თსუ, I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის 107-ე აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. 

მსგავსი ღონისძიებები