საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2018-07-20
თარიღი სთ
მისამართი
 23 ივლისს, 09:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთათვის  საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „აკადემიური ნაშრომის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: პრინციპები და პრაქტიკული რჩევები“ გაიხსნება. საზაფხულო სკოლას პრაღის ბიზნეს სკოლის პროფესორი, კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ვადიმ სტრიელკოვსკი წარუძღვება.  

საზაფხულო სკოლა ტარდება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პრაღის ბიზნეს სკოლისა და პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის ორგანიზებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მეექვსე კორპუსი, 303-ე აუდიტორია

მსგავსი ღონისძიებები