Date
2018-07-20
Beginning
HR
Address
23 ივლისს, 09:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთათვის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „აკადემიური ნაშრომის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: პრინციპები და პრაქტიკული რჩევები“ გაიხსნება. საზაფხულო სკოლას პრაღის ბიზნეს სკოლის პროფესორი, კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ვადიმ სტრიელკოვსკი წარუძღვება.
საზაფხულო სკოლა ტარდება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პრაღის ბიზნეს სკოლისა და პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის ორგანიზებით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მეექვსე კორპუსი, 303-ე აუდიტორია
Related events