საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლისის საერთო საცხოვრებელში განსახლების პირობები

საცხოვრებელ ფართზე დროებით ცხოვრების უფლება ენიჭებათ უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს მიუხედავად მოქალაქეობისა.

საერთო საცხოვრებლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია.

ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის, ან პასპორტის იმ გვერდების ასლი, რომლითაც დგინდება პირის ვინაობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობის და ასეთის არსებობის შემთხვევაში - ვიზის ასლები; ბ) ცნობა, შესაბამისი ფაკულტეტიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონის შესახებ; გ) ორი ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე;

უნივერისტეტის სტუდქალაქის ადმინისტრაცია ადგენს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების უფლების მქონე პირებს ქვემო მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ანბანურ თანმიმდევრობაში ასახული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით: ა) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა (დამატებით უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დაბადების მოწმობა); ბ) სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა (დამატებით უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული გარდაცვალების მოწმობა, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების დოკუმენტი); გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა (დამატებით უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა); დ) სტუდენტი, რომელიც არ მიეკუთვნება ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას აღნიშნული პრინციპის გამოყენების შემდგომ, შესაძლო საჭიროებისას შესახლების გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება ონლაინ რეგისტრაციისას უფრო ადრე დარეგისტრირებულ პირს.

ზემოთმოცემული პროცედურების დასრულების შემდგომ, შესახლების უფლებამინიჭებულ სტუდენტთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

მობინადრის ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება შესაბამისი სასწავლო პროგრამით განსაზღვრული ვადის ფარგლებში (ხელშეკრულების ვადის გაგრძელება დასაშვებია ერთი დამატებითი სემეტრით, მობინადრის განცხადების საფუძველზე, ასევე დამატებით კიდევ ერთი სემეტრის ვადით, მხოლოდ იმ მობინადრეებისთვის (სტუდენტებისთვის), რომელთაც შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით საგანმანანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის დამამთავრებელ ეტაპზე ესაჭიროებათ არაუმეტეს ერთი დამატებითი სემესტრისა).

ლისის საერთო საცხოვრებლით სარგებლობის ტარიფები

სტუდენტი - თვეში 150 ლარი

სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა - თვეში 120 ლარი

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომლთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა - თვეში 120 ლარი

სტუდნეტი რომელსაც მიმდინარე მონაცემებით აქვს  არანაკებ 3,5 GPA - თვეში 120 ლარი