საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის პრეზენტაცია („ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს“)

10 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზში გაიმართება ბრიტანელი მწერლის სტუარდ ფოსტერის წიგნის „ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს“ პრეზენტაცია. წიგნი დაბეჭდილია გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ „ლიბერქიდსის“ სერიაში.
ავტორი ეხმაურება მოზარდებში ბულინგის თემას, მწვავე ობსესურ-კომპლექსურ აშლილობას, შიშებს. წიგნი განკუთვნილია 12-15 წლის ასაკის ბავშვებისთვის. პრეზენტაციაზე ვიწვევთ VI-VIII კლასის მოსწავლეებს, რომელთაც წიგნში არსებულ თემებზე, იმ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაესაუბრება ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილი, მთარგმნელი ანა ჭიჭინაძე და პალიტრა L-ის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი მარიამ აღდგომელაშვილი. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება სახალისო ვიქტორინა. ასევე, მოეწყობა პალიტრა L-ის მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა და იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები.

შეგიძლიათ წიგნის პრეზენტაციას დაესწროთ დისტანციურად, zoom პლატფორმის გამოგეყენებით, სურვილის შესახებ აცნობეთ საკონტაქტო ნომერზე/ელ.ფოსტაზე. ZOOM ID 984 9008 6579

დეტალური ინფორმაციის მისაღებად 
დაინტერესებული სკოლები, პედაგოგები, მოსწავლეები 
577 385756 | khatuna.chugoshvili@tsu.ge
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

თარიღი: 03/10/2022