საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე Minecraft-ში - შედეგები

"ნუ მოჭრი ნაძვს", გარემოზე ზრუნვის მოტივით თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს კონკურსი "შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე Minecraft-ში" შესთავაზა. 
ჩვენი შეთავაზებით მოსწავლეებმა(I-VIII) საახალწლო განწყობა სრულად ვირტუალურ გარემოში გადაიტანეს. კონკურსის პირველ ეტაპზე დაინტერესება 200-მდე მონაწილემ გამოთქვა. მეორე ეტაპზე კი მათი ვიდეოები აიტვირთა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გვერდზე, სადაც გამარჯვებული მოწონებების რაოდენობით გამოვლინდა.
* გასათვალიწინებელია ის გარემოება რომ კონკურსის მეორე ეტაპის ერთ-ერთი მოთხოვნა (მოწონების ავტორს მოწონებული უნდა ჰქონდეს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გვერდი) არ იქნა ზედმიწევნით ზუსტად შესრულებული არცერთი მონაწილის მიერ.
ორ ვიდეოზე დაფიქსირებული თითქმის თანაბარი მოწონებების რაოდენობიდან გამომდინარე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, კონკურსს ჰყავს 2 გამარჯვებული. 
ანანო ანანიძე - ფოთის #6 საჯარო სკოლა - VI კლასი
ნიკოლოზ ასათიანი - ტყიბულის სოფელ დაბაძვალის საჯარო სკოლა - IV კლასი

თსუ საბავშვო უნივერსიტის რჩეული გახდა
ზურაბ მელიავა - ქუთაისის #45 საჯარო სკოლა - VIII კლასი

კონკურსის შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდება 15 იანვარს 15:00 საათზე (მის. ჭავჭავაძის 1. თსუ I კორპუსი)
კონკურსის ყველა მონაწილეს (რომელთა ვიდეოც აიტვირთა გვერდზე) გადაეცემა სერტიფიკატი (შემაჯამებელ შეხვედრაზე). 

 

დამატებითი დეტალები გეცნობებათ მოგვიანებით ელ.ფოსტაზე

თარიღი: 25/12/2023