საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე Minecraft-ში

კონკურსი „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე Minecraft-ში“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს (I-VIII კლასებისათვის)  სახელწოდებით „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე Minecraft-ში“.

შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე მეორადი ნივთების გამოყენებით, წლების განმავლობაში თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მოსწავლეებს საახალწლოდ სწორედ ამ სახალისო კონკურსს სთავაზობდა. წელს კი ამ კონკურსში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მოსწავლემ საახალწლო ნაძვის ხე არა მეორადი ნივთების გამოყენებით, არამედ ვირტუალურად, ყველასათვის ნაცნობ თამაშ Minecraft-ში უნდა შექმნას. გახდი კონკურსის მონაწილე და გაიმარჯვე.
კონკურსის დევიზია "ნუ მოჭრი ნაძვს", გარემოზე ზრუნვის მოტივით კი გვაქვს შესაძლებლობა საახალწლო განწყობა სრულად ვირტუალურ გარემოში გადავიტანოთ. 
I ეტაპი
მონაწილეობის მსურველებმა თქვენს მიერ შექმნილი ნაძვის ხის ვიდეო/რილსი (ასახავს ვიდეო თამაშში ნაძვის ხის აწყობის პროცესს, მისი დასრულებული სახით წარმოდგენას) (მაქს. ქრონომეტრაჟი 1წთ.) გადმოაგზავნეთ 20 დეკემბრის 18:00 სთ-მდე კონკურსის ელ. მისამართზე: juniorplus@tsu.ge
ვადების დარღვევით გამოგზავნილი ვიდეო არ მიიღება!
აუცილებელი მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების I-VIII კლასების მოსწავლეს.
არ გამოიყენოთ სხვისი თამაშის ამსახველი ვიდეომასალა(შემოწმდება პლაგიატზე).
ნაძვის ხის ფორმასთან, ფერთან, ასევე ვიდეო მონტაჟთან დაკავშირებით შეზღუდული არ ხართ. 
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება კონკურსიდან.
გამოგზავნილი ნაძვის ხის ვიდეოს დაურთეთ თქვენი სახელი და გვარი, სკოლა, კლასი. (აუცილებელია გზავნილს ერთვოს ეს ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიდეო არ მიიღება) გამოგზავნეთ ელ. მისამართიდან - Subject ველში გამოიყენეთ #Minecraftნაძვისხისკონკურსი.
II ეტაპი
მიღებული ნამუშევრებიდან შეირჩევა პირველი ეტაპის წესების დაცვით შექმნილი ნაძვის ხის ვიდეოები, რომელთა ავტორებსაც ეცნობებათ, რომ მეორე ეტაპზე გადავიდნენ. ვიდეოები აიტვირთება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის facebook გვერდზე, სადაც  გამარჯვებული მონაწილე გამოვლინდება მოწონების რაოდენობით (მოწონების ავტორს მოწონებული უნდა ჰქონდეს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გვერდი).
მეორე ეტაპის Facebook კონკურსი დასრულდება 24 დეკემბერს 23:59 საათზე.
გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: Facebook - თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
Email: juniorplus@tsu.ge

თარიღი: 06/12/2023