საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე

კონკურსი „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკა აცხადებს უმცროსკლასელთათვის  (I-IV კლასები) კონკურსს სახელწოდებით „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“.

შექმენი საახალწლო ნაძვის ხე საკანცელარიო ნივთებისგან, გამოიყენე მაკულატურა, ფერადი ქაღალდები, კალმები, ფანქრები და სხვა მსგავსი ნივთები. გახდი კონკურსის მონაწილე და გაიმარჯვე.

I ეტაპი
მონაწილეობის მსურველებმა თქვენს მიერ შექმნილი ნაძვის ხის ვიდეო (მაქს. ქრონომეტრაჟი 1წთ.) გადმოაგზავნეთ 16 დეკემბრის 18:00 სთ-მდე კონკურსის ელ. მისამართზე: juniorplus@tsu.ge

აუცილებელი მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებს.
არ გამოიყენოთ არასაკანცელარიო ნივთები.
ნაძვის ხის მაქსიმალური სიმაღლე უნდა იყოს არა უმეტეს 1 მეტრისა.
კონკურსში შეირჩევა მხოლოდ მოსწავლის მიერ შექმნილი ნამუშევარი. უფროსის მიერ შესრულებული ნაძვის ხე ავტომატურად მოიხსნება.
გამოგზავნილი ნაძვის ხის ვიდეოს დაურთეთ თქვენი სახელი და გვარი, სკოლა, კლასი. გამოგზავნეთ ელ. მისამართიდან - Subject ველში გამოიყენეთ #ნაძვისხისკონკურსი.


II ეტაპი
მიღებული ნამუშევრებიდან შეირჩევა პირველი ეტაპის წესების დაცვით შექმნილი საუკეთესო 20 ნაძვის ხე, რომელთა ავტორებსაც ეცნობებათ, რომ მეორე ეტაპზე გადავიდნენ. ამის შემდგომ, მეორე ეტაპის მონაწილემ, მის საკონკურსო ნაძვის ხეს უნდა გადაუღოს ფოტო და გამოგზავნოს ელ. ფოსტაზე juniorplus@tsu.ge და დაურთოს Subject #ფინალურინაძვისხე.
მეორე ეტაპზე გადასული ნაძვის ხის ფოტოები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის Facebook გვერდზე, სადაც  გამარჯვებული მონაწილე გამოვლინდება მოწონების რაოდენობით (მოწონების ავტორს მოწონებული უნდა ჰქონდეს თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და თსუ ბიბლიოთეკა/TSU library  facebook გვერდები).
მეორე ეტაპის Facebook კონკურსი დასრულდება 22 დეკემბერს 23:59 საათზე.
მეორე ეტაპზე გადასული ნაძვის ხეების გამოფენა შედგება 23 დეკემბერს თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში 15:00-დან 17:00 სთ-მდე, მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1.
ღონისძიება დაგვირგვინდება საახალწლო წიგნის პრეზენტაციით.
გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით.

მეორე ეტაპის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: Facebook - თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და თსუ ბიბლიოთეკა/TSU library.
Email: junior@tsu.ge

თარიღი: 21/11/2022