საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყალბი ინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ

ყალბი ინფორმაცია და მასთან ბრძოლის მექანიზმები (უფროსკლასელი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის)
ტრენინგ/ლექცია (2-3სთ)
•    რა არის დეზინფორმაცია და როგორ ვებრძოლოთ მას მარტივად? 
•    აქვს თუ არა „მოტყუების ხელოვნების“ ტერმინოლოგიას თვისი ისტორია?
•    როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელი სასარგებლოდ?
•    როგორია ინფორმაციის გადამუშავების ფსიქოლოგია კრიზისულ ვითარებებში?
•    რა არის ხელოვნური ინტელექტი (AI) და როგორია მისი გავლენები?
ლიანა მარქარიანის ახალი საავტორო ტრენინგ/კურსი „კიბერმოქალაქე“ შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ შეამციროს ციფრული სამყაროს უარყოფითი გავლენები და გასწავლოთ, თუ როგორ გამოიყენოთ ეს სივრცე საკუთარი თავის განვითარებისთვის.
კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებსაც:
•    ინფორმაციის გადამუშავების ფსიქოლოგია
•    როგორ ვმართოთ საკუთარი გვერდები უსაფრთხოდ და როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები;
•    დეზინფორმაციის და პროპაგანდის მაგალითები ისტორიაში;
•    ალბერტ ბანდურას ექსპერიმენტები, პროსოციალური მედია და კიბერსამყაროს ფსიქოლოგია;
•    ყალბი ინფორმაციის ტიპები და ფორმები;
•    ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მარტივი გზები/ხრიკები;
•    სოციალური ქსელი: დადებითი და უარყოფითი გავლენები.

მოსწავლეების >> სარეგისტრაციო ბმული <<

სტუდენტების >> სარეგისტრაციო ბმული <<

1 ნოემბერს 15:00 საათზე (თსუ I კორპუსი)

საკონტაქტო junior@tsu.ge

 

თარიღი: 23/10/2023