თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს გთავაზობთ დისტანციურ საუბრებს მათემატიკაზე ილია თავხელიძესთან
თვალი მიადევნეთ ვიდეო ლექციებს ჩვენი Youtube არხის საშუალებით
ილია თავხელიძე - თსუ პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
თვლა და აღრიცხვა - ეს არის ორი პროცესი რომელიც ერთმანეთს ავსებს.
ერთი ადგენს ობიექტების რაოდენობას, ხოლო მეორე აწარმოებს ამ რაოდენობის ჩაწერას.
სწორედ ამ ორი პროცესის ისტორიულ ანალიზსა და თავისებურებებზე არის საუბარი აღნიშნულ ვიდეოში.