საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამართლის კლუბი

სალექციო კურსი ატარებს უფროსკლასელთათვის(IX-XII) შემეცნებით ხასიათს საქართველოს კანონმდებლობის, ცალკეული დარგებისა და დისციპლინების შესახებ. მისი მიმდინარეობის დროს ძირეულად განიხილება მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრობლემები, ადამიანის ძირითადი საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი. საქართველოს არასრულწლოვანთა კოდ ექსით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები: არასრულწლოვანთა უფლებები, მოვალეობები და თავისებურებები მათი სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის დროს. თეორიული კურსის სწავლების დროს განიხილება საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, პროექტები და სამომავლო ხედვები. გაიმართება დისკუსიები, განიხილება პრაქტიკაში გავრცელებული კაზუსები. ახალგაზრდებს მიეწოდებათ ცოდნა, თუ რას ნიშნავს კანონიერება, მართლწესრიგი, დანაშაული და სასჯელი, ასევე დანაშაულის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები. ჩვენთან დასმული არცერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება. კურსის დასრულებისას ჩვენი მსმენელები მზად იქნებიან საქართველოში ყველაზე ძლიერი იურიდიული სკოლის - თსუ-ს აკადემიურ წრეებთან შესახვედრად.

კურსს გაუძღვება თსუ დოქტორანტი - ია ხახუბია

კლუბის შეხვედრები იმართება ყოველ შაბათს 15:00 საათზე

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ #1 . თსუ პირველი კორპუსი/უწყვეტი განათლების ცენტრის შენობის მეორე სართული.

თარიღი: 03/12/2019