საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბავშვო უნივერსიტეტის მეგობრები (პროექტი სკოლებისათვის)

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი საჯარო და კერძო სკოლებს სთავაზობს გრძელვადიან პარტნიორობას. მიმდინარე სასწავლო წელს შემოთავაზების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ გახდეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის პარტნიორი და დაგეგმოთ აქტივობა ჩვენთან ერთად.
(შეირჩევა სულ მცირე 20 პარტნიორი სკოლა)
სკოლას პარტნიორობის ფარგლებში მოუწევს:
·         განახორციელოს მინიმუმ ერთი პროექტი/აქტივობა თსუ საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად.
·         მოსწავლეებში გაუწიოს პოპულალიზაცია თსუ საბავშვო უნივერსიტეტის შეთავაზებებს.
·         თსუ საბავშვო უნივერსიტეტის „მასწავლებლის კლუბში“ გაწევრიანდნენ სურვილისამებრ ამ სკოლის პედაგოგები.
·         ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტი/ღონისძიება, თავად კი იყვნენ ამ ღონისძიების საყრდენი სკოლა.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი კი თავის მხრივ პარტნიორ სკოლასთან იღებს შემდეგ ვალდებულებებს:
·         თსუ საბავშვო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პარტნიორ სკოლას მაღალკვალიფიციური დარგის სპეციალისტით, რომელიც გაუწევს მათ საჭირო დახმარებას, მათთვის საჭირო პროექტსა თუ აქტივობაში.
·         სკოლას შესაძლებლობა ექნება წვდომა ჰქონდეს საუნივერსიტეტო სერვისებთან და გამოიყენოს ის მისი საჭიროებისამებრ.
·         მასწავლებლებს აღვუთქვამთ მხარდაჭერას სწავლა-სწავლების პროცესში.
·         სასკოლო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შემთხვევაში უნივერსიტეტი იქნება თქვენი პარტნიორი.

პარტნიორობით დაინტერესების შემთხვევაში პირველ ეტაპზე საჭიროა გაიაროთ პირველადი რეგისტრაცია (12 აპრილამდე)

სარეგისტრაციო ბმული

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ junior@tsu.ge

თარიღი: 28/03/2024