საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სკოლა საქართველოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სკოლა საქართველოში

მეგობრებო, 
თქვენთვის ცნობილია მრავალი თემატური კონფერენცია, ესსეების კონკურსი, სხვადასხვა გამოკითხვა, რომლებსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საბავშვო უნივერსიტეტი“ ატარებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უფროსკლასელებისათვის სხვადასხვა საგანში.
 ამჯერად ჩვენი მიზანი განსხვავებულია. ჩვენთვის საინტერესოა გავიგოთ თქვენი (მე-9-დან  -  მე-12 კლასელი მოსწავლის) შეხედულებები და მოსაზრებები თავად სკოლაზე, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თანამედროვე სკოლაში, როგორი გინდათ რომ იყოს სკოლა და სასწავლო პროცესი  საქართველოში, რისთვის უნდა ამზადებდეს სკოლა მოქალაქეს და ა.შ., ერთი სიტყვით, გვინდა თქვენი მოსაზრება თემაზე - „როგორი უნდა იყოს თანამედროვე სკოლა საქართველოში“. თუ ეს საკითხები თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, დაფიქრდით, და შეეცადეთ თქვენი გულწრფელი მოსაზრება ჩამოაყალიბოთ პატარა თხზულების სახით. თქვენი მოსაზრებები დაგვეხმარება უფროსებს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელსაც თქვენ აწყდებით სასწავლო პროცესში და შევეცდებით თქვენი თვალით შევხედოთ სასწავლო პროცესს, თქვენი პრობლემები გავითავისოთ, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შევეცადოთ სასკოლო ცხოვრების მოწყობას, რათა ამ პროცესის ყველა მონაწილე, მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის ყველა პერსონალი, სკოლაში სიამოვნებით მიდიოდეს და თავს კომფორტულად გრძნობდეს. სასკოლო ცხოვრებას ხომ ვერ ასცდება ვერც ერთი ბავშვი და მისი მშობლები, სკოლაში ხომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, ბავშვობას ვატარებთ, მაშ, რატომ არ უნდა იყოს ეს ბავშვობა ბედნიერი და ხალისიანი? 
იმედი გვაქვს თქვენი მონაწილეობისა!

 თხზულების დაწერაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული სავარაუდო კითხვები:

  • თქვენი აზრით,  როგორი მოქალაქე უნდა მოამზადოს  21-ე საუკუნეში სკოლამ საქართველოში?
  • როგორ ფიქრობთ, საგნები, რომელსაც სწავლობთ, მნიშვნელოვანია/საჭიროა/ თქვენი მომავალი ცხოვრებისათვის? თუ კი -  რატომ? თუ არა - რატომ?
  • ამ საგნების გარდა, არის კიდევ რაიმე, რასაც უნდა სწავლობდეთ თანამედროვე სკოლაში?
  • როგორ ფიქრობთ, რა ცოდნა, უნარები და ჩვევები გჭირდებათ, რომ დღეს შეძლოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზაცია ცხოვრებაში?  

 

  • თქვენი აზრით, როგორია კარგი სკოლა: 
  • როგორ სასკოლო გარემოში იგრძნობდით თავს კომფორტულად? 
  • რას შეცვლიდით სწავლების პროცესში 9 კლასის საფეხურზე? 12 კლასის საფეხურზე?
  • თქვენი აზრით, რას გაძლევთ მე-12 კლასში სწავლა, რას შეცვლიდით ამ მიმართებით?
  • რას ფიქრობთ მოსწავლის შეფასების პროცესზე? როგორი უნდა იყოს შეფასება?
  • როგორ წარმოგიდგენიათ  მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა?
  • თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება მასწავლებელი? რა როლი აქვს მას მოსწავლის ცხოვრებაში?
  • თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები სასკოლო ცხოვრებაში?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა დაამთავროთ სკოლა, რას გაძლევთ ზოგადი განათლება?
  • სხვა, რასაც თქვენ დაამატებდით ........................................................

 

  • წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი ხართ. ჩამოთვალეთ ის თვისებები, რომელიც გინდათ რომ გქონდეთ, როგორც მასწავლებელს.
  • თქვენ რომ იყოთ განათლების მინისტრი, ან განათლების სისტემის სათავეში იყოთ, რა ცვლილებებს შეიტანდით სასკოლო ცხოვრებაში?

მეგობრებო, კითხვები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სავარაუდოა, რათა გაგიადვილდეთ ნაშრომის შესრულება. შეგიძლიათ მათგან ის გამოიყენოთ, რომელიც თქვენი თემის აგებისას დაგჭირდებათ, შეგიძლიათ სხვა, თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვა ან საკითხი დაამატოთ. ნაშრომის შესრულებისას თავისუფალი ხართ არჩევნში. ასევე თავისუფლები ხართ ტექსტის მოცულობაში, ოღონდ, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად 5 ნაბეჭდ გვერდს ნუ გადააცილებთ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ნაშრომი სათაურს პასუხობდეს.
გისურვებთ წარმატებას!

გაითვალისწინეთ: თხზულების ავტორი უნდა იყოს მე-9  -  მე-12 კლასელი

თხზულება უნდა შესრულდეს Sylfaen შრიფტით, ზომა 11, უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ელ.მისამართი.
თხზულებას გამოგზავნით ელ. მისამართზე juniorplus@tsu.ge 
თხზულების გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 დეკემბერი, 18.00 სთ.
თხზულებების ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დისტანციურ კონფერენციაში, რომლის თარიღსა და ზუმის ID მისამართს თქვენს  მიერ მითითებულ ელ. მისამართზე შეგატყობინებთ.  

თარიღი: 21/11/2022