საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პლანეტა პანდემიის შემდეგ / zoom ვებინარები

ძვირფასო მეგობრებო,

ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ბევრი თქვენთაგანი  თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ საკონკურსო თემას - „პლანეტა პანდემიის შემდეგ“ გამოეხმაურა და საკუთარი ნაშრომები გამოგვიგზავნა.

დიდ მადლობად მოგახსენებთ ამ ინტერესისათვის.

ნამუშევრების გაცნობის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შედარებით უკეთესი ნაშრომების დაჯილდოვებაზე მეტად, თქვენთვის სამომავლოდ  საჭირო და სასარგებლო იქნება არგუმენტირებული ან, რაც იგივეა - აკადემიური წერის მოკლე  ვებინარის შეთავაზება. 

ასე რომ, გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ვებინარის 4 შეხვედრაში, ორშაბათობით, 12.სთ-ზე. განხილული იქნება არგუმენტირებული წერის საკითხები და გაანალიზებული იქნება ტიპიური შეცდომები. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ: შეცდომების ნიმუშები იქნება წარმოდგენილი ავტორების გამჟღავნების გარეშე, ანონიმურად, ისე, რომ უხერხულობა არავის არ შეექმნება. ყოველ მონაწილეს ექნება საშუალება გამოსთქვას თავისი აზრი, წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები, ჩაებას დისკუსიაში.

მოვუწოდებთ თქვენს მასწავლებლებსა და მშობლებს, ასევე მიიღონ მონაწილეობა ამ ვებინარში.

ვებინარის ყველა მონაწილე მოსწავლე მიიღებს სათანადო სერტიფიკატს, ხოლო პედაგოგი - თანამშრომლობისათვის - თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მადლობის წერილს.

კონკურსს კი ვაცხადებთ ხელმეორედ, შემდეგი პირობებით:

კონკურსის თემა : „პლანეტა პანდემიის შემდეგ“.

განსახილველად აირჩიეთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთი:

განათლების სფერო

სამეცნიერო-ტექნიკური ასპექტი

მეურნეობა-მრეწველობა, ეკონომიკა

ქვეყნის უსაფრთხოება

სოციალურ-პოლიტიკური ასპექტი

აღნიშნული საკითხები ვებინარებზე იქნება განხილული.

მონაწილეობის  მიღება შეუძლიათ  მე-8 - მე-12 კლასების მოსწავლეებს.

 მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ნაშრომი ელექტრონულ ფოსტაზე junior@tsu.ge. ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა - 15 ივლისის 18.00 სთ-მდე. შედეგები გამოქვეყნდება 20 ივლისს.

ტექსტი უნდა იწყებოდეს მონაწილის სახელი, გვარით, მითითებული უნდა იყოს სკოლა, კლასი, საცხოვრებელი ადგილი, ტელ.ნომერი, ელ.ფოსტა (თუ აქვს).

ესე შესრულებული უნდა იყოს სტანდარტულ Word-ის ფაილში, მაქს. 2 სტანდარტული გვერდი, შრიფტი sylfaen, ზომა 12.

გამოყენებული ლიტერატურა მითითებული უნდა იყოს წესების დაცვით.

გაითვალისწინეთ - ეს არ არის მხატვრული შემოქმედების კონკურსი. კონკურსის მიზანია, მონაწილემ  ლოგიკური აზროვნების უნარი გამოავლინოს.

არ დაიშვება არავითარი ზედმეტი ინფორმაცია - ფოტოები, დახასიათებები, გვერდის ორნამენტებით გალამაზება და ა.შ.

სტანდარტის დაუცველობის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება.

ქვემოთ გაეცანით არგუმენტირებული წერის გზამკვლევს.

https://drive.google.com/file/d/14JVbgt1RjElveZvA_pv1-Z40Ou6zL-tP/view?usp=sharing

თარიღი: 17/06/2020