საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა (რეგისტრაცია)

ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეთა საყურადღებოდ:
გიწვევთ ნორჩ ქიმიკოსთა სკოლაში!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) საბავშვო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ნორჩ ქიმიკოსთა სკოლაში.
სკოლაში მეცადინეობა უფასოა.
ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ქიმიის სასკოლო კურსის ფარგლებში, გაეცნობიან ქიმიის მეცნიერების მიღწევებს, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. მეცადინეობებს ჩაატარებენ დეპარტამენტის თანამშრომლები და წარჩინებული სტუდენტები.
მეცადინეობები ნორჩ ქიმიკოსთა სკოლაში ჩატარდება ნოემბრის მეორე ნახევრიდან, შაბათობით, თსუ-ის მე-2 კორპუსში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3,  თსუ მე-2 კორპუსი

>> სარეგისტრაციო ბმული << 
დეტალური ინფორმაცია სკოლის მეცადინეობების დროსა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდება მოგვიანებით.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

თარიღი: 03/11/2022