საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნობელიანტების ექსპერიმენტები ფიზიკაში

მიმდინარე წლის 9, 10 და 11 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტარდება სამეცნიერო ღონისძიება „ნობელიანტების ექსპერიმენტები ფიზიკაში“ თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეთათვის. იგი მიზნად ისახავს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო უნივერსიტეტის მოწყობა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტებში. მოსწავლეები მოისმენენ ასევე ლექციებს ამ აღმოჩენების შესახებ და საინტერესო ისტორიებს აღმომჩენი მეცნიერების ბიოგრაფიებიდან. ღონისძიების მონაწილეები დაათვალიერებენ ასევე თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ პლანეტარიუმს.


ღონისძიების ბოლო დღეს გაიმართება მოსწავლეთა (ჯგუფური) პრეზენტაციები წინასწარ მათ მიერ შერჩეულ თემაზე. პრეზენტაციების მომზადებაში მოსწავლეებს დაეხმარებიან ფიზიკის დეპარტანტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც გადაეცემათ პრიზები და ფასიანი საჩუქრები.


სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, სკოლიდან მონაწილეობა შეუძლია 5 მოსწავლისგან შემდგარ ერთ ჯგუფს. რეგიონის სკოლების წარმომადგენლები, საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნებიან სასტუმროთი.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და შევსებული განაცხადი 2025 წლის 28 აპრილამდე შემდეგ მისამართზე nexphy@tsu.ge, რომლის საფუძველზეც მოხდება ჯგუფების შერჩევა.


ინფორმაცია განთავსებულია ღონისძიების ვებ-გვერდზე: https://nexphy.tsu.ge/

თარიღი: 15/04/2025