2025 წლის 8 ივნისს, გიწვევთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროგაერთიანების (EU) ეგიდით მიმდინარე, ზღვების პრობლემატიკის კვლევითი პროექტების “BRIDGE BS” და “EMODnet” ფარგლებში ორგანიზებულ საგანმანათებლო უორქშოპზე, რომელიც ეძღვნება მსოფლიო ოკეანის დღეს.
შეხვედრაზე პროექტის თანამშრომლები ისაუბრებენ პროექტების ფარგლებში გაწეულ საქმიანობაზე და დაგეგმილ ამოცანებზე, ასევე შავი ზღვის გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებზე.
>> სარეგისტრაციო ბმული <<
*დასწრებას შეძლებს IX-XII კლასის მოსწავლე, რომელიც დარეგისტრირდება და რომელსაც დაუკავშირდება პროექტის წარმომადგენელი.