საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მოსწავლეები ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით (კონფერენცია) კონკურსი

მოსწავლეთა კონფერენცია (10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე)
მოსწავლეების და მასწავლებლების საყურადღებოდ
ძვირფასო მეგობრებო,
10 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღე (მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს). ეს დეკლარაცია წარმოადგენს კაცობრიობის უმაღლეს მიღწევას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. 
1992 წლის ივლისში საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა, იმავდროულად აღიარა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, როგორც უზენაესი კანონი ადამიანის უფლებების დაცვაში. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია შედგენილია ამ დეკლარაციის სულისკვეთებით და სრულ თანხვედრაშია მასთან.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნება დეკლარაციის მიღების თარიღს. 
მოსწავლეს უნდა ჰყავდეს მასწავლებელი - სამეცნიერო ხელმძღვანელი. 
კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის თემატიკის შერჩევისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სულისკვეთებით და ქვემოთ მოყვანილი ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი საკითხების მოკლე ჩამონათვალით: 
ადამიანის ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები.
დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, სიტყვის, გამოხატვის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; 
აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა, იძულება, წამება, ღირსების შელახვა; 
ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირითადი დემოკრატიული პრინციპები, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები. 
დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა. 
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა უნდა მოგვაწოდოს საკუთარი ნაშრომი ელ.მისამართზე juniorplus@tsu.ge შემდეგი წარდგენით:  პირველ გვერდზე ჯერ უნდა იყოს დატანილი ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა; სამეცნიერო ხელმძღვანელი მასწავლებლის სახელი, გვარი, სპეციალობა. მეორე გვერდზე უნდა დაიწეროს თემის სათაური. ტექსტი წარდგენასთან ერთად - მაქს. 3 გვერდი, შრიფტი sylfaen, ზომა 11. ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის (წყაროების) ჩამონათვალი. 
საკონკურსო ვადები
I ეტაპი - კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია - 27 ნოემბრის ჩათვლით

>> სარეგისტრაციო ბმული << 
II ეტაპი - ნაშრომების მიღება -  2 დეკემბერის ჩათვლით
III ეტაპი - კონფერენციისათვის შერჩეულ ავტორთა სიის გამოქვეყნება - 11 დეკემბერი

საკონფერენციო ნაშრომები შეფასდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ჟიურის მიერ.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გვერდზე. ასევე გამოიცემა კრებულის სახით, რომლიც გადაეცემათ მონაწილეებსა და მათ კონსულტანტ პედაგოგებს. ასევე მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიფიკატებით.
კონფერენციის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პატივისცემით,
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

თარიღი: 22/11/2023