საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეცნიერების თასი - რეგისტრაცია

მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუტეტზე ტარდება სამეცნიერო კონკურსი „მეცნიერების თასი - 2024/2025“ თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეთათვის. იგი მიზნად ისახავს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციას.
შესარჩევ ტურებში მონაწილეობა ხდება დისტანციურად - ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან:
22 მარტი - შესარჩევი ტური
29 მარტი - მეოთხედფინალური ტური
5 აპრილი - ნახევარფინალური ტური
ფინალური ტური ჩატარდება თსუ-ში ცოცხალ რეჟიმში.
26 აპრილი - ფინალური ტური
სამეცნიერო კონკურსში მონაწილეობა უფასოა. კონკურსში მონაწილე გუნდები უნდა შედგებოდნენ 1-5 მოსწავლისგან. ერთი სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ერთი მოსწავლე მონაწილეობს მხოლოდ ერთ გუნდში.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. ფინალური ტურის განმავლობაში რეგიონის სკოლების წარმომადგენლები, საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნებიან სასტუმროთი.
მონაწილეთა რეგისტრაცია ელექტრონულია
დეტალური ინფორმაცია  და სარეგისტრაციო ფორმა განთავსებულია ღონისძიების ვებ გვერდზე: https://e-sciencecup.tsu.ge/

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, გრანტი #SPG-24-335

 

 

თარიღი: 07/03/2025