საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეცნიერება მომავალი თაობისთვის

გაინტერესებთ როგორ ცვლის მეცნიერება ჩვენი სამყაროს გააზრებას და რას გვთავაზობს ის მომავლისთვის?
„მეცნიერება მომავალი თაობისთვის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროექტი იწყება!
პროექტის ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის გაიმართება 10 საჯარო ლექცია, რომლის მიზანია მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, „რთული“ სამეცნიერო თემების პოპულარულ ენაზე ახსნა.
ლექციებს გაუძღვებიან თსუ-ის ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები და ახალგაზრდა, უკვე წარმატებული მეცნიერები, რომლებიც გაგვაცნობენ სხვადასხვა სამეცნიერო დარგს და უახლეს აღმოჩენებს. სხვადასხვა საინტერესო თემაზე გამართული ლექციების ვიდეოვერსიები განთავსდება თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქგვერდსა და youtube არხზე, რომელიც იქნება დამხმარე სასწავლო რესურსი სკოლის მასწავლებლებისთვის, საბავშვო სამეცნიერო წრეების პედაგოგებისთვის და სხვა.
პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი
ლექციები გაიმართება 1-ელ, 2, 3, 4 და 5 მარტს

მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ მე-2 კორპუსი, მე-2 სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.
#მეცნიერებამომავალია #თსუმეცნიერება

ლექციების განრიგი:

1-ელი მარტი, შაბათი
15.00 სთ. - 15.00 სთ. - „როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო?“ - არჩილ დურგლიშვილი
17.00 სთ. – „ხელოვნური ინტელექტის გავლენა ჩვენს აწმყოსა და მომავალზე“-
ზვიად გაბისონია

2 მარტი, კვირა
15.00 სთ. - „სამეცნიერო აღმოჩენები მედიცინაში: ჰიპოკრატედან ტექნოლოგიების
ეპოქამდე“ - ლიკა სვანაძე
17.00 სთ. - „ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული საქართველო“ - მარიამ ციცაგი

3 მარტი, ორშაბათი
15.00 სთ - „ალქიმიიდან და თანამედროვე ქიმიამდე“ - რუსუდან კაკავა
17.00 სთ - „ტელესკოპი ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე. რას გვასწავლის ნეიტრინული ფიზიკა?“ - რევაზ შანიძე

4 მარტი, სამშაბათი
15.00 სთ. - „ტვინის ლაბირინთიდან ფსიქიკისკენ: როგორ ყალიბდება ქცევა და
ცნობიერება“ - ლილი ხეჩუაშვილი
17.00 სთ. - „მათემატიკა და ბუნების კანონზომიერებანი“ - ილია თავხელიძე

5 მარტი, ოთხშაბათი
15.00 სთ - „მიკრობული სამყარო - თანაცხოვრება, ბრძოლა, ადაპტაცია“ - ნინო
გაჩეჩილაძე
17.00 სთ. - „თამარ მეფის გარდაცვალების საიდუმლო“ - ჯაბა სამუშია

 

>> სარეგისტრაციო ბმული << 

 

დაინტერესების შემხვევაში კლასის დამირეგებელმა, საგნის პედაგოგმა ან სკოლის დირექციის წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს სარეგისტრაციო განაცხადი.

* რეგიტრირებული პირი პასუხისმგებელია გაკეთებულ სარეგისტრაციო განაცხადზე. მას ევალება სკოლის მოსწავლეთა მოყვანა ლექციის ჩატარების ადგილას. 

თარიღი: 26/02/2025