თსუ საბავშვო უნივერსიტეტის შეთავაზება მათემატიკით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს
III კლასიდან - IX კლასის ჩათვლით
მათემატიკური კონკურსი
4 X 4 ამოცანა და კიდევ ცოტა მეტი
თითოეული კლასის მონაწილე მოსწავლეს, მოუწევს 3 კვირის განმავლობაში ამოხსნას 12 ამოცანა (კვირაში 4 ამოცანა), რომლებიც განთავსდება ჩვენს facebook გვერდზე.
ამოცანები განთავსდება ყოველ სამშაბათს 12:00 საათზე
პასუხების გადმოგზავნა უნდა მოხდეს ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს, 18:00 საათამდე.
ამონახსნებს გადმოგზავნისას თან უნდა ახლდეს მონაწილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია(მშობლის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი)
გაითვალისწინეთ! პასუხებს თან უნდა ახლდეს ამოხსნის გზა! მხოლოდ საბოლოო პასუხი საკმარისი არაა!
3 კვირის შემდეგ, მას მერე რაც მონაწილე ამოხსნის 12 ამოცანას, მეოთხე კვირის ანუ ბოლო ეტაპის შერჩეულ მონაწილეებთან შედგება დისტანციური გასაუბრება Zoom-ის ან Skype-ის საშუალებით. (გასაუბრება გაგრძელდება 10 წუთი)
მათემატიკურ კონკურსში ჩართვა შესაძლებელია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე!
კონკურსის ხელმძღვანელია, უნივერსიტეტის თანამშრომელი, მათემატიკოსი აველინა დავითულიანი. თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი სპეციალისტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :
577 404 270 აველინა დავითულიანი | tsuolimpiada@gmail.com