საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მათემატიკის (დისტანციური) კლუბი - რეგისტრაცია


მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეთა საყურადღებოდ:
გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "თსუ საბავშვო უნივერსიტეტში" იხსნება მათემატიკის მოყვარულ ბავშვთა ონლაინ კლუბი, რომლის მიზანია ნიჭიერი ბავშვების განვითარება სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამების მიხედვით. მონაწილეობა უფასოა.
კლუბში გაწევრიანდებიან 4 - 9 კლასების ის ბავშვები, რომლებსაც ექნებათ რაიონული საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან ან სკოლიდან გაცემული (დირექტორის ხელმოწერით) დასაბუთებული რეკომენდაცია (ბავშვის მოტივაცია, მონაწილეობა სხვადასხვა მათემატიკურ ოლიმპიადაში და ა.შ.). ვინაიდან კლუბში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, საჭირო შემთხვევაში ჩატარდება მოსწავლესთან  კლუბის მასწავლებლის გასაუბრება (მოსწავლეთა შერჩევის დროს თანაბარ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ბავშვს). სულ ჩამოყალიბდება 9 ჯგუფი სათანადო კლასის შესაბამისად (ჯგუფში გათვალისწინებულია 10 ბავშვი).
მეცადინეობის ფორმა - ინდივიდუალურ-ჯგუფური. კვირაში ერთხელ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ჯგუფური მეცადინეობა მათემატიკაში, სადაც მასწავლებელი ახსნის საჭირო მასალას. ხოლო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ბავშვები მიიღებენ ინდივიდუალურ დავალებებს - ამოცანებს მათემატიკაში და რაიმე ფიზიკური მოვლენის გარჩევას. შესრულებული დავალება გაეგზავნება მასწავლებელს, შემდეგ კი მოსწავლე მიიღებს შესწორებულ დავალებას სათანადო შენიშვნებით.
· სემესტრში 2 ჯერ ჩატარდება საკონტროლო წერა მათემატიკაში, რომელიც შეფასდება სათანადო ქულებით.
· სემესტრის ბოლოს შეჯერდება თითოეული მოსწავლის მიერ მათემატიკაში მიღებული ქულები, რის საფუძველზე ჩამოყალიბდება რეიტინგული სია.
· განსაკუთრებულად წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან და მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის რეკომენდაციას.


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
აველინა დავითულიანი, 577404270 ან ელ. მისამართზე avelina.davituliani@tsu.ge

თარიღი: 09/02/2021