საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კულტურის მკვლევარი (რეგისტრაცია)

გახდი კულტურის მკვლევარი!

ვისაც გაინტერესებთ კულტურა – ის, რაც გვაერთიანებს და გვყოფს – გთავაზობთ,  მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს ახალ პროექტში.

კულტურა რთული და საინტერესო ფენომენია, იგი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ ასპექტს მოიცავს და მის კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წარსულისა და თანამედროვეობის გასააზრებლად. გთავაზობთ, გახდეთ ამ მრავალფეროვანი სფეროს მკვლევარი. პროექტი მოიცავს შეხვედრებსა და დისკუსიას შემდეგი საკითხების შესახებ:

რა არის კულტურა, კულტურული სტერეოტიპი, კულტურული შოკი, კულტურის კვლევის მეთოდები;

სუბკულტურა, კონტრკულტურა, ახალგაზრდული მოძრაობები;

გლობალიზაცია – საფრთხე თუ შესაძლებლობა? გლობალიზაცია კულტურის კონტექსტში;

ჯინსი – სამოსი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა – როგორც გლობალიზაციის ნიმუში;

მრავალფეროვანი მსოფლიო და მრავალფეროვანი საქართველო.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია განხილულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევითი დავალებების შესრულება.

დასასრულს კი მონაწილეები შემაჯამებელ კონფერენციაზე წარმოადგენენ მათი კვლევის შედეგებს, რის შემდგომაც თსუ საბავშვო უნივერსიტეტისგან მიენიჭებათ "კულტურის მკვლევრის" სერტიფიკატი.  

>> სარეგისტრაციო ბმული << 

 

ZOOM Meeting ID: 517 967 8754

რეგისტრაცია 26 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრამდე

შეხვედრები ჩატარდება მხოლოდ დისტანციურად(ZOOM), 11 ნოემბრიდან ყოველ პარასკევს 17:00 საათზე 

თარიღი: 26/10/2022