18 ივნისიდან - 27 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება პროექტი "კულტურა საზღვრებს გარეშე". რომლის ფარგლებშიც იმართება შეხვედრები შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. არსებობის ისტორიაში პირველად, მიმდინარე წელს, პროექტს შეუერთდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი. საბავშვო უნივერსიტეტი სკოლის უფროსკლასელებს გააცნობს უნივერსიტეტს, მის პროგრამებს და საუნივერსიტეტო ცხოვრებას.