საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კოსმოსური ექსპედიცია აპოლო 2021 (რეგისტრაცია)

პროექტის "კოსმოსური ექსპედიცია აპოლო 2021" მონაწილეთა შეხვედრები დაიწყო.
მოგმართავთ პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე უფროსკლასელებს (მე-9 კლასი და ზევით).
ეს პროექტი მათთვისაა, ვისაც აინტერესებს - კოსმოსი, პლანეტა დედამიწა, სიცოცხლის გაჩენის თეორიები, ევოლუციის საკითხები, კოსმოსის ათვისების პერსპექტივები.
შემოგვიერთდით.
შეხვედრები ჩატარდება დისტანციურად (ZOOM ფორმატში). სათანადო ლინკის მისაღებად მოგვწერეთ junior@tsu.ge -ზე, მოგვაწოდეთ თქვენი საკონტაქტო მისამართი - ელ.ფოსტა, მობილურის ნომერი ან სხვა სოციალური მედიის პერსონალური ლინკი.
პროექტის "კოსმოსური ექსპედიცია აპოლო 2021" შეხვედრები ტარდება სამშაბათობით, 15.00 სთ-ზე:
15.00 - 15.30 - ლექციები ასტრონომიაში, კითხულობს პროფ. შალვა საბაშვილი;
შესვენება 5 წთ.;
15.35 - 16.00 - ლექცია/საუბრები საბუნებისმეტყველო საკითხებზე - გეოლოგია, გეოგრაფია, სიცოცხლის წარმოშობის თეორიები, ცოცხალი ბუნების ევოლუცია და სხვ. 
კითხულობენ ავიაკოსმოსური მედ. დოქტ. მარინა ლომოური და
გეოგრაფიის დოქტორანტი დემეტრე მოდებაძე.

სარეგისტრაციო ბმული


16.00 - 16.30 - მოსწავლეთა მიერ მომზადებული თემების პრეზენტაცია, მოსაზრებები, დისკუსია.
მეტი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
577 24 45 24 - მარინა ლომოური, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის
ხელმძღვანელი;
597 22 26 16 - დემეტრე მოდებაძე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამების კოორდინატორი.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

თარიღი: 17/09/2021