საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი მოსწავლეებისათვის - "ჩემი საშობაო ზღაპარი"

ჩემი საშობაო ზღაპარი

შობა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს უკავშირდება სიხარულის, იმედის, ოცნებებისა და სურვილების ახდენის განწყობა. შობა სიკეთის, ზეიმის, ბედნიერების, ჯადოსნური და უჩვეულო სიხარულის დღეა.
შობის დღესასწაულის აღნიშნვნა ქრისტიანულ კულტურაში დამკვიდრდა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ახლა შობა უნივერსალური დღესასწაულია, რომლის შესახვედრადაც მთელი მსოფლიო ემზადება. 
საშობაო ისტორიები ყველაზე კეთილი და ლამაზია. საშობაო ამბები აღწერილია მხატვრულ ლიტერატურაშიც. ყველასათვის ცნობილია ჩარლზ დიკენსის კეთილი მოთხრობა „საშობაო ისტორია“, რომელიც მრავალჯერ არის ეკრანიზებული. „სანტა კლაუსი და ელფები“ გვიყვება სიკეთეზე, დახმარებაზე, სიხარულის და ბედნიერების გაჩუქებაზე. ქართულ კულტურაში თოვლის პაპას ნაბადი აცვია, ხურჯინი აქვს და ბავშვებს ტკბილეულს ურიგებს. საშობაო ამბავი მხატვრულად აქვს გადმოცემული ვაჟა-ფშაველას „სათაგურში“, სადაც ოჯახი ერთად აღნიშნავს შობას, მხიარულება და სიხარული კი საყოველთაო და გადამდებია.
საშობაო ამბავი სიკეთის ზეიმს ჰგავს, სადაც ყველაფერი ჯადოსნურად ლამაზია და ყველა ბედნიერია.
როგორია შენი საშობაო ზღაპარი?
მოიფიქრე და გამოგვიგზავნე შენი საშობაო ზღაპარი. I-V კლასელებისთვის ტექსტის მოცულობა 2-3 გვერდი; VI-XII კლასის მოსწავლეებისათვის კი, ტექსტის მოცულობა 3-5 გვერდი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: word ფაილი / შრიფტი Sylfaen / ზომა – 11. ნაშრომები მიიღება 2020 წლის 18 დეკემბრის 18:00 საათამდე.
ნაშრომები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ  #ჩემისაშობაოზღაპარი
გზავნილს უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, პედაგოგის სახელი და გვარი.
წესების დაცვის გარეშე გადმოგზავნილი ნაშრომი არ მიიღება 
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე.
ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

თარიღი: 02/11/2020