საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი: „რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში“

წესები ბარბარა პეტჩენიკის საბავშვო რუკების კონკურსისათვის (2025 წელი)

ბარბარა პეტჩენიკის ჯილდო შეიქმნა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის მიერ 1993 წელს, როგორც ბარბარა პეტჩენიკის მემორიალი. ICA-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და კარტოგრაფი, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვებთან დაკავშირებულ რუკებზე მუშაობდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების მიერ სამყაროს შემოქმედებით წარმოდგენას გრაფიკული სახით.

კონკურსის მიზნები

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვების შემოქმედებით წარმოდგენას სამყაროზე, გააძლიეროს მათი კარტოგრაფიული ცნობიერება, რათა უფრო მეტად გააცნობიერონ მათი საცხოვრებელი/ყოველდღიური გარემოს მნიშვნელობა.


კონკურსის ზოგადი წესები

ეს არის ბარბარა პეტჩენიკის საბავშვო რუკების კონკურსის თემა კონფერენციებისთვის 2025 და 2027 წლებში. ნამუშევრები შეგროვდება ოთხ ასაკობრივ ჯგუფში:

  • 6 წლამდე
  • 6-8 წელი
  • 9-12 წელი
  • 12 (13-15) წელზე მეტი

ჩანაწერის დახატვა შესაძლებელია მაქსიმუმ სამი ავტორის მიერ, თუ ყველა მათგანი მიეკუთვნება ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფს. თუ ავტორთა რაოდენობა სამზე მეტია, ნამუშევარი მოიხსნება კონკურსიდან. გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდოს შესაბამისი ოფიციალური სერთიფიკატები, ასევე სხვა წამახალისებელი პრიზები და მონაწილეობას მიიღებენ ბარბარა პეტჩენიკის ბავშვთა მსოფლიო რუკის შედგენის საერთაშორისო კონკურსში.

რა სახის ნამუშევრებს ვეძებთ ჩვენ?

  • კარტოგრაფიული გამოსახულება, რომელიც თავის შინაარსით ეხმიანება და შეესაბამება კონკურსის თემას.
  • სამყაროს მთელი ან კონკრეტული რომელიმე ნაწილის (ხმელეთი თუ ოკეანე) წარმოდგენა „პროექციული სისტემის“ კონტექსტში.
  • განსაკუთრებით შეფასდება მეოთხე ასაკობრივი კატეგორიის ნაშრომები (13-15). მათ ნაშრომებში შემფასებელი კომისია ყურადღებას გაამახვილებს თუ როგორ იყენებს ავტორი კარტოგრაფიულ ელემენტებს, სიმბოლოებს, ფერებს,სახელებს და ა.შ.

ნამუშევრების პარამეტრები:

1. მაქსიმალური ზომა არ უნდა აღემატებოდეს A3-ს (420 მმ x 297 მმ ან 17 x 11 ინჩი);
2. ზედაპირი უნდა იყოს ბრტელი და ჩასმული საგნები არ უნდა იყოს 5 მმ-ზე ან 0,2 ინჩზე მაღალი და საფუძვლიანად უნდა იყოს დამაგრებული;
3. რუკა შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერი ურყევი მასალის გამოყენებით (ამგვარად, მინის გარეშე);
4. არ არის ნებადართული მოძრავი ან დასაკეცი ნაწილები, რომლებიც მოიცავს ნახატის მონაკვეთებს (შენიშვნა: წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს გადაღებული სრულად ან დასკანირებული და სრული ნახატი უნდა იყოს ხილული ერთ სკანირებაში ან ფოტოში);
5. არ შეიძლება გამოიყენოთ მალფუჭებადი მასალები (როგორიცაა მცენარეების ფოთლები) ან არასტაბილური ელემენტები;
6. არ გააკეთოთ ნახატების პლასტიზაცია ან ლამინირება, რადგან ეს არღვევს ნახატის ფიზიკურ გარეგნობას.


ჩანაწერი უნდა იყოს ორიგინალური ნამუშევარი და ის უნდა გაკეთდეს ტრადიციული მეთოდების გამოყენებით (ფერადი ფანქრები, აკვარელები და ა.შ.).
თითოეული ნამუშევარი უნდა შეიცავდეს ბოლომდე შევსებულ ფორმას (ნამუშევრის სათაური, ავტორის სახელი და გვარი, ასაკი, მშობლის იმეილი, მასწავლებლის იმეილი, სკოლის დასახელება).


*აუცილებელია გამოგზავნილ ნამუშევარს, თან დაურთოთ  ზემოთ აღნიშნული ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
პირველ ეტაპზე აუცილებელია ნამუშევრები გადმოაგზავნოთ ციფრული ფაილების სახით (სურათები (png, jpg), pdf და ა.შ.). თუ თქვენ მიერ შედგენილი ნამუშევარი გახდა კონკურსის რომელიმე საპრიზო ადგილის მფლობელი, აუცილებელია წარმოადგინოთ ილუსტრაცია ორიგინალის სახით. გადმოგზავნის დროს Subject ველში მიუთითეთ - კონკურსი "რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში".

მიღებული ნამუშევრებიდან შეირჩევა წესების დაცვით გადმოგზავნილი კონკურსის ფოტოსურათები, რომელთა ავტორებსაც ეცნობებათ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ფოტოსურათები აიტვირთება „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის“ Instagram და Facebook გვერდებზე, ასოციაციის Instagram გვერდზე (gca_ska) გამოვლინდება საზოგადოების რჩეული მონაწილე მოწონებების რაოდენობის მიხედვით.
ნამუშევრები გადმოაგზავნეთ 13 აპრილის 00:00 სთ-მდე, კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის ელ. მისამართზე: geocartographersassoc@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

Facebook – „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია“;
Email: geocartographersassoc@gmail.com;
Mobile: 579 71 17 15 - საბა მოდებაძე (კონკურსის ორგანიზატორი, საქართველოსკარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი)

თარიღი: 10/03/2025