საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი: წერილი ევროპელ თანატოლს - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი უფროსკლასელთათვის


კონკურსის თემატიკა: “წერილი ევროპელ თანატოლს - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე”

დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული მოსწავლის თვალით დანახული დამოუკიდებლობა.


თუ ხარ VIII-XII კლასების მოსწავლე, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობს ჩაერთო  კონკურსში და თქვა შენი სათქმელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაუზიარო შენი ფიქრი და აზრი შენს თანატოლს.

კონკურსის პირობები:

წერილში უნდა ჩამოაყალიბოთ საქართველოს განვლილი გზა დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ. დამოუკიდებლობის მოპოვება და შემდგომი მდგომარეობა, რეალურად რა შედეგი მოუტანა დამოიკიდებლობამ ქვეყნის საზოგადოებას, განთავისუფლდა თუ არა მისი აზროვნება და მოიპოვა თუ არა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. რამდენად დაუახლოვდა ის ევროპულ ღირებულებებს.

 

ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა:

  • სათაური;
  • შესავალი (საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი);
  • არგუმენტირება (შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება);
  • დასკვნა;

კონკურსის ეტაპები:
•    კონკურსი ტარდება ორ ძირითად ეტაპად:
1.    განცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ / ნაშრომების მიღება  - 20 მაისის ჩათვლით.

2. 26 მაისს გამოვლინდება საუკეთესო ათეული, მათი ნაშრომები გამოქვეყნდება და გადაეგზავნება ევროპის საბავშვო უნივერსიტეტების პარტნიორი სკოლის მოსწავლეებს.     

 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა: 
 

ტექსტი განთავსდება A4 ფორმატში(WORD), Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა ორი გვერდი;

თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის  დასახელება, კლასი და ელექტრონული ფოსტა.

წერილი უნდა იყოს ორენოვანი(ქართულ და ინგლისურ ენებზე)

 

გადმოგზავნა ელ.ფოსტაზე juniorplus@tsu.ge
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან, ხოლო კონკურსის ფინალური ეტაპის ათივე მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

თარიღი: 05/05/2025