საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი: ჩემი თვალით დანახული სამყარო

„საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია“ და „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს (6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის),  სახელწოდებით „ჩემი თვალით დანახული სამყარო“.

 

 

თქვენ მიერ შექმნილი ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ტრადიციული მეთოდების გამოყენებით (მაგ. ფერადი ფანქრებით, აკვარელით ან სხვ.) ან კომპიუტერული პროგრამით.  კონკურსი შეიქმნა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის მიერ, დოქტორ ბარბარა ბარც პეტჩენიკის პატივსაცემად. პეტჩენიკი იყო ამერიკელი კარტოგრაფი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე კარტოგრაფიაში, განსაკუთრებით საბავშვო რუკებისა და ატლასების სფეროში.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებში სამყაროზე შემოქმედებით წარმოდგენას გრაფიკული სახით, გააძლიეროს მათი კარტოგრაფიული აზროვნება და გააცნობიეროს ისინი თავიანთი გარემოს შესახებ.

ძვირფასო მოსწავლეებო, შექმენით ორიგინალური კარტოგრაფიული ნამუშევრები, გახდით კონკურსის მონაწილეეები და გაიმარჯვეთ.

პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი, სამ ასაკობრივ კატეგორიაში შეირჩევა:
·         8 წლამდე;
·         9-12 წელი;
·         13-15 წელი.

გამარჯვებულებს გამოავლენენ „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციისა“ და „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ კომისიის წევრები, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ შემდეგ სამ სფეროზე:

·         ცნობადი გზავნილი (კავშირი ნამუშევარსა და კარტოგრაფიული სახვითი საშუალებების გამოყენებას შორის, რომლებიც შემოქმედებითად ეხმიანება კონკურსის თემას „ჩემი თვალით დანახული სამყარო“).

·         კარტოგრაფიული შინაარსი (შესაბამისი კარტოგრაფიული ელემენტები, როგორიცაა სიმბოლოები, ფერები, სახელები, ეტიკეტები და ა.შ., რომლებიც დაგეხმარებათ კონკურსის თემის განხილვაში. შენიშვნა: კარტოგრაფიული სიზუსტე (მაგ., კონტინენტების სანაპირო ზოლი) არ არის უპირველესი საზრუნავი, თუმცა ილუსტრაცია უნდა იყოს ამოცნობადი, როგორც რუკა მხატვრის უნიკალურ ინტერპრეტაციასთან ან დიზაინთან კომბინაციაში მისი თემისა თუ სიუჟეტის გამოსასახად).

·         შესრულების ხარისხი (ესთეტიკური ხარისხი ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბალანსი და ჰარმონია, ფერის გამოყენება, კითხვადობა და ურთიერთობა ილუსტრაციულ ელემენტებს შორის).

გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდოს შესაბამისი ოფიციალური სერთიფიკატები, ასევე სხვა წამახალისებელი პრიზები და მონაწილეობას მიიღებენ ბარბარა პეტჩენიკის ბავშვთა მსოფლიო რუკის შედგენის საერთაშორისო კონკურსში.

კონკურსის წესები:

1.       თქვენი კარტოგრაფიული გამოსახულება შეიძლება იყოს ილუსტრირებული ნებისმიერი სახით, სურათების, ნახატების, სიტყვების, საგნების ან სხვა გრამატიკული ელემენტების გამოყენებით, მაგრამ ილუსტრაცია უნდა შეიცავდეს მსოფლიოს მთელი ან დიდი ნაწილის რუკას, ცნობადი კონტინენტებით, ასაკისთვის შესაბამისი მახასიათებლებით. რუკებმა უნდა ასახოს ამბავი ან გადმოსცეს მესიჯი სამყაროს შესახებ - ამ შემთხვევაში სამყაროს შესახებ, რომელსაც თქვენ ხედავთ თქვენს გარშემო. ეს ხედვა შეიძლება იყოს ისეთი, როგორსაც თქვენ ხედავთ დღეს, ხვალ, ან 50 წლის ან საუკუნის შემდეგ.
2.       სასურველია ნაშრომი შესრულებული იყოს A3 (297 მმ x 420 მმ) ან A4 ზომის ქაღალდზე (210 მმ x 297 მმ).
3.       აუცილებელია ერთმა ბავშვმა წარმოადგინოს მხოლოდ 1 ნამუშევარი.
4.       თითოეული ნამუშევარი უნდა შეიცავდეს ბოლომდე შესრულებულ ფორმას (ნამუშევრის სათაური, ავტორის სახელი და გვარი, ასაკი, მშობლის იმეილი, მასწავლებლის იმეილი, სკოლის დასახელება).
*აუცილებელია გამოგზავნილ ნამუშევარს, თან დაურთოთ  ზემოთ აღნიშნული ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
5.       პირველ ეტაპზე აუცილებელია ნამუშევრები გადმოგზავნილ იქნას ციფრული ფაილების სახით (სურათები, pdf და ა.შ.)
6.       თუ თქვენ მიერ შედგენილი ნამუშევარი გახდა კონკურსის რომელიმე საპრიზო ადგილის მფლობელი, აუცილებელია წარმოადგინოთ ილუსტრაცია ორიგინალის სახით.
7.       აუცილებელია ილუსტრაციისათვის გამოიყენოთ ტრადიციული მეთოდები და არ გამოიყენოთ მინა ან სხვა მსხვრევადი მასალები ან მალფუჭებადი მასალები (მაგ., მცენარეების ფოთლები და სხვ.).
8.       გადმოგზავნის დროს Subject ველში მიუთითეთ - კონკურსი  „ჩემი თვალით დანახული სამყარო“
 
მიღებული ნამუშევრებიდან შეირჩევა წესების დაცვით გადმოგზავნილი კონკურსის ფოტოსურათები, რომელთა ავტორებსაც ეცნობებათ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ფოტოსურათები აიტვირთება „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციისა“ და „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ facebook გვერდებზე, სადაც, ასევე გამოვლინდება საზოგადოების რჩეული მონაწილე მოწონებების რაოდენობის მიხედვით.

ნამუშევრები გადმოაგზავნეთ 20 აპრილის 00:00 სთ-მდე, კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის ელ. მისამართზე: geocartographersassoc@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
Facebook – „საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია“; Email: geocartographersassoc@gmail.com
Mobile: 579 71 17 15 - საბა მოდებაძე (საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი)
Facebook – „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ Email: juniorplus@tsu.ge; 
Mobile: 597 22 26 16 - დემეტრე მოდებაძე („თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროგრამების კოორდინატორი)

თარიღი: 19/02/2024