საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი "დამიხატე რამე ქიმიური"

ძვირფასო ბავშვებო, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში:

                                         დამიხატე რამე ქიმიური!

ყველას გსმენიათ სიტყვა „ქიმია“, მალე სკოლაში ქიმიის სწავლასაც შეუდგებით, მაგრამ რა იცით დღეს ქიმიის შესახებ? რას ნიშნავს ეს სიტყვა? რას ეხება? რა არის ჩვენს გარშემო ისეთი, რის დანახვისას სიტყვა „ქიმია“ გახსენდება? ბევრი თქვენგანი ამ კითხვას ადვილად უპასუხებს, ზოგი დედას, მამას, უფროსს ჰკითხავს... ჩვენ კი გთავაზობთ, დახატოთ ის, რაც თქვენთვის „ქიმიას“ ნიშნავს, გადაუღოთ ფოტო და გამოგვიგზავნოთ. ჩვენ თქვენს რჩეულ ნახატებს საბავშვო უნივერსიტეტის Facebook გვერდზე გამოვაქვეყნებთ, მონაწილეებს სერტიფიკატებს გადავცემთ, საუკეთესოებს კი დიპლომებს მოგანიჭებთ. 

მაგრამ გაითვალისწინეთ, პირობები რომლებიც უნდა დაიცვათ:

·         კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-7 კლასის ჩათვლით;

·         ნახატის ფოტოს თან უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი და ასაკი;

·         ფოტო გამგვიგზავნეთ ელ.მისამართზე junior@tsu.ge , subject მიუთითეთ  #კონკურსიქიმია

ნამუშევრების მიღება დასრულდება 16 დეკემბერს 18:00 საათზე

 

>> შემოსული ნამუშევრების ხილვა შეგიძლიათ აქ <<

თარიღი: 15/11/2022