საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კარიერული განვითარების კვირეული თსუ დესპანებისთვის

თსუ დესპანებს თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი გიწვევთ კარიერული განვითარების კვირეულზე.

გაქვს სურვილი, რომ გაიფართოვო ცოდნა პირადი კარიერის განვითარებისათვის
გაინტერესებს თუ რა გზები არსებობს ვაკანსიების მოსაძებნად?
რას უნდა მიაქციო ყურადღება, როცა ვაკანსიას ეძებ?
რა უნდა გაითვალისწინო დამსაქმებელთან ურთიერთობისას?
როგორ უნდა შექმნა CV და სამოტივაციო
დაგეგმო და მოემზადო გასაუბრებისთვის
მაშინ დარეგისტრირდი თსუ-ის კარიერული განვითარების კვირეულზე, რომელიც გაიმართება 8-9-10 ივნისს დისტანციურად Zoom პლატფორმაზე 17:00 სთ-ზე და მიიღე ინფორმაცია.

კვირეულის განრიგი:
8 ივნისი 17:00 სთ - შრომის ბაზრის შესწავლა
9 ივნისი 17:00 სთ- CV და სამოტივაციო წერილის შექმნა
10 ივნისი 17:00 სთ- გასაუბრების უნარები

გაითვალისწინე! შეგიძლია დარეგისტრირდე შენთვის სასურველ რომელიმე ან ყველა თემაზე.

სარეგისტრაციო ბმული 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ :
career@tsu.ge tsuenvoy@tsu.ge
www.facebook.com/careerTSU
www.facebook.com/tsuenvoy

თარიღი: 02/06/2021