საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კარიერის მართვის კურსი მოსწავლეებისათვის (რეგისტრაცია)

კარიერის მართვის კურსი განკუთვნილია დამამთავრებელი კლასის(IX-XII) მოსწავლეებისათვის ვისაც აინტერესებს:
✅ თანამედროვე კარიერული კონცეფციებიდან შენი შესაძლებლობების გათვალისწინებით რომელი უკეთ დაგეხმარება წარმატებულ კარიერაში?
✅ როგორ დაგეგმო პირადი კარიერა თანამედროვე შრომის ბაზრის ცვლილებების გათვალიწინებით?
რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება შრომის ბაზარზე ვაკანსიის ძიებისას?
✅ როგორია თანამედროვე შრომის ბაზრის ძირითადი ტენდენციები?
✅ როგორ შეგიძლია შეუთავსო პირადი ცხოვრება კარიერას?
რა უნდა გაითვალისწინო წარმატებული კარიერის დაგეგმისთვის?
✅ როგორ უნდა შეადგინონ CV, სადაც შესაძლებელია მოკლედ მაგრამ ამომწურავად გააცნო დამსაქმებელს შენი შესაძლებლობები?
✅ როგორ უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის?
კურსს ანხორციელებს თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი & საბავშვო უნივერსიტეტი
კურსის ხანგრძლივობა 8 საათი.
კურსის შინაარსი:
 1. პროფესიული ორიენტაცია და კარიერის კონცეფციები
 2. თვითშეფასება
 3. ინფორმირებულობა
 4. შრომის ბაზარი და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა
რეგისტრაციის ვადები 12 ოქტომბრიდან - 19 ოქტომბრამდე

>> სარეგისტრაციო ბმული << 
კურსის გავლა საჯარო თუ კერძო სკოლის ნებისმიერ დაინტერესებულ უფროსკლასელ მოსწავლეს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. კურსი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც თბილისში, ასევე რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლისათვის. დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად zoom პლატფორმის გამოყენებით.
რეგისტრაციის გავლისას აუცილებელია, დაინტერესებულმა მოსწავლემ აირჩიოს დასწრების სასურველი ფორმატი.


ტრენინგები  სააუდიტორო სივრცეში გაიმართება შემდეგ მისამართზე: თსუ I კორპუსი; ჭავჭავაძის 1. ჩაის სახლის მეორე სართული.

დისტანციურად ჩართვის მსურველი რეგისტრირებული პირები შეხვედრის zoom ID-ს მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე. 

თარიღი: 12/10/2022