საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტი სტუმრად მაშავერას საჯარო სკოლაში

2022 წლის 21 დეკემბერს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტის „გახდი კულტურის მკვლევარი“ ფარგლებში, კულტურის კვლევათა სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი, ივანე წერეთელი და ირაკლი ჩხაიძე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლას ესტუმრნენ. შეხვედრაში
მონაწილეობდნენ სკოლის პედაგოგები და VIII-XII კლასების მოსწავლეები. დისკუსიის თემატიკა თავად მოსწავლეებმა განსაზღვრეს. გაიმართა მსჯელობა ქართული კულტურის მრავალფეროვნებაზე, მის წარსულსა და აწმყოზე, პერსპექტივებზე, მრავალეთნიკური და მრავალკულტურული საზოგადოების თავისებურებებზე,
გლობალიზაციის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა: მოსწავლეთა მონაწილეობა კულტურის კვლევების ინსტიტუტის ღონისძიებებში: კონფერენციებში, ექსკურსიებში, სასწავლო და კვლევით პროექტებში. მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას
გულთბილი მიღებისათვის.

თარიღი: 11/01/2023