"თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
მიმდინარე წელს პროექტის მეცამეტე სეზონია.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელის განათელების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"თსუ დესპანი - 2026"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრენინგი. (ჩატარების თარიღს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ შეიტყობთ).
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
რეგისტრირებული დესპანები 26 იანვრიდან 13 თებერვლამდე გაივლიან ტრენინგს პრეზენტაციის უნარებში.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
P.S მონაწილე სტუდენტი მიიღებს ცნობას პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც სურვილისამებრ შეუძლია გამოიყენოს სტიპენდიის კონკურში.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tsuenvoy@tsu.ge | Facebook.com/თსუ დესპანი-TSU envoy
>> სარეგისტრაციო ბმული <<