საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დესპანი 2024 (რეგისტრაცია)

"თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.
მიმდინარე წელს პროექტის მეთორმეტე სეზონია.
პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.
"თსუ დესპანი - 2024"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრენინგი. (ჩატარების თარიღს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ შეიტყობთ). ამასთან ერთად, პროექტის ახალი ნაკადის მონაწილეებისათვის იგეგმება არაერთი აქტივობა, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
რეგისტრირებული დესპანები 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაივლიან ტრენინგს პრეზენტაციის უნარებში.
პროექტში მონაწილეობის მსურველევბმა მოცემულ ბმულზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია 7 დეკემბრიდან - 20 იანვრის ჩათვლით.
>> სარეგისტრაციო ბმული <<
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
tsuenvoy@tsu.ge | Facebook.com/თსუ დესპანი-TSU envoy

თარიღი: 06/12/2023