საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დესპანი 2022 (საიუბილეო)

თსუ დესპანი 2022 (საიუბილეო)
    "თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული, 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტები) სტუდენტმა მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.
პროექტი 10 წელია ხორციელდება. მიმდინარე წელს პროექტის საიუბილეო მეათე სეზონია, რაც დამატებით შესაძლებლობებს და არაერთ სიურპრიზს ჰპირდება პროექტი ჩართვის მსურველ მომავალ დესპანებს. 
პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.
"თსუ დესპანი - 2022"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრენინგი zoom პლატფორმის მეშვეობით. (ჩატარების თარიღს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ შეიტყობთ) ამასთან ერთად პროექტის მეათე ნაკადის მონაწილეებისათვის იგეგმება არაერთი აქტივობა, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. 
დესპანების საერთო შეკრება გაიმართება 21 იანვარს !
რეგისტრირებული დესპანები 31 იანვრიდან 11 თებერვლამდე გაივლიან ტრენინგს(დისტანციური) პრეზენტაციის უნარებში.
პროექტში მონაწილეობის მსურველები 10 დეკემბრიდან - 14 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდით.

სარეგისტრაციო ბმული 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎     597-22-26-16  | tsuenvoy@tsu.ge | Facebook.com/თსუ დესპანი-TSU envoy

თარიღი: 09/12/2021