ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სამართლიანად ვამაყობთ იმით, რომ პირველი დიდი მოვლენა, რაც 1918 წელს განთავისუფლებულ საქართველოში მოხდა - ეროვნული უნივერსიტეტის გახსნა იყო. ეს იყო თავისუფალი უნივერსიტეტი, რომელშიც ყველას შეეძლო ქართულ ენაზე სწავლა - ქალს, ვაჟს, ნებისმიერი ეროვნების, სარწმუნოების, სოციალური ფენის წარმომადგენელს. ეს ფაქტი მეტყველებს ქართულ საზოგადოებაში ევროპული განმანათლებლობის იდეების სიღრმისეულ გააზრებაზე, უნივერსიტეტის იდეის პრიორიტეტად აღიარებაზე.. ჩვენ დღესაც ვრჩებით ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგულნი და ყოველ წელს, 8 თებერვალს, ვზეიმობთ საქართველოში პირველი თავისუფალი უნივერსიტეტის დაარსებას.
გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი (105 წლის იუბილე) მიძღვნილ კვირეულში:
"რა არის უნივერსიტეტი?"
6-10 თებერვალს, 16.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე ჩატარდება შეხვედრები, საუბრები, ექსკურსიები თსუ-ის პირველ კორპუსში. მონაწილეობის მსურველებს (VIII-XII), გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ბმული (რეგისტრაცია 25 იანვარი - 3 თებერვალი)
>> სარეგისტრაციო ბმული <<
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge