საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ფოტოგრაფიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ფოტოკონკურსში მონაწილეობას გთავაზობთ.

რეალური მომენტის უტყუარ დოკუმენტურ საბუთად, ფოტოდ, ქცევა - მნიშვნელოვანია. დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობები კი ამ პროცესს მეტად საინტერესოსა და ხელმისაწვდომს ხდის.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად გამოცხადებულ ფოტოკონკურსში მონაწილეობისათვის გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ შესრულებული ერთი ფოტო, რომელიც უნდა ასახავდეს საქართველოს საზოგადოების, ადამიანის, სულიერი თუ მატერიალური კულტურის, ბუნების, ისტორიის, აწმყოსა და წარსულის ღირსშესანიშნავ მოვლენას თუ ძეგლს.

საკონკურსო ფოტო გამოგზავნეთ ელ.მისამართზე junior@tsu.ge

გზავნილს "Subject"-ში მიუთითეთ #ფოტოკონკურსი

ასევე მონაწილის სახელი, გვარი, სკოლა, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია(ელ.ფოსტა/მობილური).

საკონკურსო ფოტოების მიღების ბოლო ვადა - 30 მაისი, 18.00სთ.

შერჩეული ფოტოები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე.

თარიღი: 17/05/2022