საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოწვევა-კონკურსი "ზღაპრის ტრანსფორმაცია"

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გამოწვევა პედაგოგებს და შეთავაზება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს

ზღაპრის ტრანსფორმაცია

მხატვრული ლიტერატურა უნივერსალური ფენომენია. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი ლიტერატურული ტექსტები, ზღაპრები, საინტერესო და მრავალმხრივი ინტერპრეტაციის წყაროა დღესაც.


აირჩიე შერჩეული ზღაპრებიდან შენთვის სასურველი და შექმენი მისი თანამედროვე ტრანსფორმაცია!


შერჩეული ზღაპრები: „სამი გოჭის ზღაპარი“, „წითელქუდა“, „კომბლე“ და „ნაცარქექია“.
თავად მოსწავლეებმა, მოსწავლის პედაგოგებმა ან მოსწავლის მშობლებმა უნდა გადმოგვიგზავნონ ნახატები, კომიქსები, ვიდეოები, ამბები, სადაც ცნობილი ზღაპრების გმირები თანამედროვე პერსონაჟები არიან.

გზავნილს უნდა ახლდეს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, პედაგოგის სახელი და გვარი.

გამოწვევა-კონკურსის ორგანიზატორია ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

 

მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები უნდა გადმოიგზავნოს ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge რის შემდეგაც გამოქვეყნდება ჩვენს facebook გვერდზე.

გაითვალისწინეთ !

არ მიიღება ვიდეო გზავნილი, თუ მასში ავტორი მთხრობელის გარდა არის სხვა პირი.
არ მიიღება ვიდეო სადაც ტრანსფორმაცია გადმოცემულია არა თხრობის, არამედ დადგმის სახით.
არ მიიღება ფოტო გზავნილი, სადაც დატანილია დიდი მოცულობის ტექსტი. (ამ შემთხვევაში ტექსტი უნდა გამოიგზავნოს ნაბეჭდი სახით)
არ მიიღება ფოტო გზავნილი, რომელზეც ბუნდოვანია, როგორც გამოსახულება, ასევე ტექსტი(მცირე მოცულობით)

ათი საუკეთესო ტრასფორმაციის ავტორი, 1 ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს დააჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით.

თარიღი: 04/05/2020