იწყება რეგისტრაცია თსუ-ისა და IPEC-ის ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლის („ბისს“) შემოდგომის სემესტრისთვის;
სწავლება დაიწყება ა/წლის 22 სექტემბერს და დასრულდება ა/წლის 22 დეკემბერს;
⚫სკოლაში მიიღებიან V-X კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჯგუფებში განაწილდებიან ასაკის მიხედვით;
⚪ბავშვთა ინტელექტუალური საკვირაო სკოლა („ბისს“) არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (TSU) და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის (IPEC) ერთობლივი პროექტი;
- მსმენელებს საგნებს წაუკითხავს თსუ-ის აკადემიური პერსონალი;
- სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ საგნებს: ჩვენი უფლებები, ჩვენი ისტორია, ჩვენი სამყარო, ეთნოგრაფია, ხელოვნება, გეოგრაფიული უცნაურობები, ლოგიკური ამოცანები, კრიმინალისტიკა; მათ ჩაუტარდებათ ცდები ფიზიკაში და ქიმიაში, ასევე მსმენელების ინტერესების გათვალისწინებით შესაძლოა დაემატოს სხვა საგნებიც. მოსწავლეები გაეცნობიან საუნივერსიტეტო გარემოს.
⚫სკოლა იფუნქციონირებს კვირა დღეს.
⚪ჯგუფში იქნება 8-10 მოსწავლე.
სკოლის მეცადინეობები ტარდება მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი.
სწავლის ყოველთვიური ღირებულებაა 80 ლარი, თსუ-ის თანამშრომელთა შვილებისთვის - 40 ლარი. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში შესაბამისად - 200 და 100 ლარი.
⚫სკოლაში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი.
⚪გადახდისათვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE23BG0000000103194428
მიმღები: ა(ა)იპ ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი
დანიშნულება: „ინტელექტუალური სკოლა“ - მონაწილის სახელი და გვარი.
სკოლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატები.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ☎️: 551 59 59 95; 5 98 58 88 99