საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მესიჯი უცხო ცივილიზაციას (კონკურსი მოსწავლეებისათვის)

მესიჯი უცხო ცივილიზაციას
მივმართავთ რთული კითხვებით დაინტერესებულ ბავშვებსა და მოზარდებს:
ადამიანის ერთ-ერთი პასუხგაუცემელი კითხვაა - უნიკალურია თუ არა Homo sapiens-ი და ხომ არ არსებობენ მსგავსი (ჰუმანოიდური, ცილოვანი ან სხვა ტიპის) ცივილიზაციები ე.წ. ეკზოპლანეტებზე?
ამ საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაჭრა დღეს პრობლემატურია. ცნობილი ფიზიკოსის, ენრიკო ფერმის, პარადოქსი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სხვა ცივილიზაციის კვალი მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ ვერც უარყოფილია და, სავარაუდოდ, ერთმნიშვნელოვნად უარყოფილი ვერასდროს იქნება კოსმოსის სიდიდისა და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.  ამიტომ კაცობრიობის წინაშე უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრის შანსი დგას, რომელიც, შესაძლებელია, ძალიან მალე ან არასდროს განხორციელდეს.
უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის განხორციელება გარკვეულ მზაობას მოითხოვს. ჩვენ გვაინტერესებს, როგორები არიან ისინი, მათ კი, სავარაუდოდ, აინტერესებთ, როგორები ვართ ჩვენ.
დავფიქრდეთ, რას უნდა მოიცავდეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ? როგორ უნდა იყოს ნაჩვენები? როგორ უნდა გავხადოთ ის გასაგები უცხო ცივილიზაციისათვის?
გთავაზობთ კონკურსს „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“
ეს შეიძლება იყოს ტექსტი - არა უმეტეს 500 სიტყვისა, შრიფტი Sylfaen, ზომა 11; ან 3 ნახატი; ან სამი ფოტოსურათი.
ნაშრომს წინ უნდა უძღოდეს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, მობ.ტელ.ნომერი, ელ.მისამართი, სკოლა, კლასი.
ათი საუკეთესო ნაშრომის ავტორი მიწვეული იქნება დისტანციურ (zoom) კონფერენციაზე. 
საკონკურსო მასალის წარდგენის ვადა - 3 სექტემბრის 18.00 სთ., თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ელ.მისამართზე junior@tsu.ge , დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ: 597222616

თარიღი: 12/07/2021